ტრენინგის I და II დღე

2017წლის 29 აპრილს დავიწყე ინტელის სასწავლო კურსის ტრენინგი,რომელიც გულისხმიბს საგანმანათლებლო გრძელვადიანი პროექტის შესწავლას.
განხორციელებული მაქვს რამიდენიმე პრიექტი,მაგრამ პირველ დღესვე მივხვდი , რომ ბევრი რამ არ ვიცოდი.
     პირველ დღეს გავეცანი I მოდულს.გავეცანი თუ როგორ უნდა დავგეგმო გრძელვადიანი პროექტი.როგორ დავგეგმო პროექტში შესატანი აქტივობები და სრული სახე მივცე  პროექტს.
    ვისწავლე როგორ განვათავსო პროექტის მასალები საქაღალდეებში.
შევისწავლე მოსწავლემდე ისე უნდა მივიტანო საპროწქტო მასალა ,რომ იგი დარწმუნებული იყოს მას მოუვიდა იდეა  პროექტის შექმნის შესახებ.
მოდულში კარგად ჩანს თუ როგორ მეხმარება ინტელის ძირითადი კურსის შესწავლა, მოსწავლეთა წარმოსახვის,შემოქმედებითი უნარების განვითარებაში და უკეთესი სასწავლო შედეგების მიღწევაში.
  მოდულსში კარგად ჩანს პროექტზე დაფუძნებული სწავლების შემდეგი უპირატესობა:
1. აქტიური კვლევისა და მაღალი დონის აზროვნების წახალისება.
2. კომპლექსური უნარ-ჩვევების განვითარების შესაძლებლობა.
3. 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარება.
   მეორე დღეს შევქმენით ბლოგი, სადაც საშუალება გვაქვს შევაჯამოთ ტრენინგის შედეგები და განვათავსოთ რეფლექსიები.



Комментарии

Популярные сообщения из этого блога